ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19 "გაახალგაზრდავდა"


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ კოვიდ-19 ის გავრცელება ახალგაზრდებში მომატებულია. საუბარია 20, 30, 40 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. ირკვევა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირებულთა უმეტესობამ, ვირუსით ინფიცირების შესახებ არც კი იცოდა.

ამ ფონზე, ქვეყნები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს კვლავ ამკაცრებენ. ამ დრომდე, 770 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 22 მილიონი დაინფიცირდა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნები ვაქცინის მოლოდინში არიან მაშინ როცა, პანდემიური სიტუაცია უარესდება.

"სტრატეგიული და გლობალური მოქმედება, თითოეული ქვეყნის ეროვნუკლი ინტერესი უნდა იყოს. არავინაა უსაფრთხოდ იქამდე, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ" - ამბობს ჯანმოს დირექტორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG