ჩინეთმა, ამერიკის 11 მოქალაქეს, მათ შორის ამერიკელ კანონმდებლებს, სანაქციები დაუწესა. ეს ჩინეთის პასუხია აშშ-ის მიერ, ჰონგ-კონგისა და ჩინეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.
ჩინეთის მიერ სანქცირებულ პირებს შორისაა სენატორები - ტედ კრუსი, მარკო რუნბიო, ტომ კოტტონი, ჯოშ ჰოული და პატ ტომი/ ასევე, წარმომადგენელი კრის სმიტი და სხვადასხვა, არაპოლიტიკური, უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები.
"აშშ-ის არასწორი ქმედების საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწტვიტა დაუწესოს სანქცოები პირებს, რომელბიც ჰონგ-კონგის საკითხთა მიმართ, განსაკუთრებით მოქმედებდნენ" - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა, თუმცა სანქციების ხასიათზა და დეტალებზე არ უსაუბრია.
აღმასრულებელი ბრძამნებით, რომელსაც ხელს პრეზიდენტი ტრამპი აწერს, აშშ-მა პარასკევს სანქციები დაუწესა, ჰობგ-კონგის მმართველს, ასევე, ჰონგ-კონგის სამართალდაცმავცი უწყების ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებს.
სანქციების მიხედვით, იყინება მათი აქტივები და ამერიკელებს, მათთან ბიზნესურთიერთობას უზღუდავს.
ჩინეთის მიერ საქნცირებული ამერიკელი კანონმდებლები კი აკრიტიკებდნენ, პეკინის მიერ, ჰონგ-კონგში ამოქმედებულ ეროვნული უსაფრთხოების კანონს.
Facebook Forum