ევროკავშირის ელჩები რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთვის (GRU) სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ. სანქციების დაწესება განიხილება ასევე ჩინურ და ჩრდილოეთ კორეულ ორგანიზაციებზე, უკანასკნელ წლებში ევროკავშირის ქვეყნებზე მიტანილი კიბერ-შეტევების გამო.
„რადიო თავისუფლება“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 22 ივლისს ელჩებმა გადაწყვიტეს GRU-ს, ჩინეთის ტიანჯინ ჰუაინგი ჰაიტაის მეცნიერების და ტექნოლოგიის კომპანიას და ჩრდილოეთ კორეის ჩოსუნ ექსპოს საბანკო ანგარიშები გაუყინონ,
გაერთიანება ასევე სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს ექვს რუსს და ჩინელ ოფიციალურ პირს, რომელთა ვინაობაც უცნობია, თუმცა რომლებიც სხვადასხვა კიბერ-თავდასხმების უკან დგანან.
სანქციები ოფიციალურად ივლისის ბოლოსთვის იქნება მიღებული და პირველი შემთხვევაა, როცა გაერთიანება ახალ „კიბერსანქციების“ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული. ეს ინსტრუმენტი ევროკავშირს საშუალებას აძლევს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუწესოს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კიბერ-შეტევებში არიან ჩართული ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
ამასთან, „რადიო თავისულფების“ წყაროები ამბობს, რომ ევროკავშირი ასევე მუშაობს დამატებით ორი რუსი პირის სანქციების სიაში ჩასმაზე, რომლებიც 2015 წელს ბუნდესტაგზე მიტანილი კიბერ-შეტევის უკან იყვნენ.
Facebook Forum