ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დღეს კოვიდ19-ით 6 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა


მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გრძელდება და იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა. მხოლოდ რუსეთში ერთ დღეში 6 537 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო თვეების განმავლობაში, სულ რუსეთში კოვიდ-19, დაახლოებით, 800 000 ადამიანს დაუდასტურდა.

აღნიშნული მაჩვენებლით კი რუსეთი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მხოლოდ 24 საათში რუსეთში 104 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დროს კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 11 439 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევებით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, შემდეგ ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG