ლონდონში დაგეგმილ ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრაზე, საუბრის წამყვანი თემები კოვიდ-19 და ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება. განცხადებას ამის თაობაზე ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერი ავრცელებს. საუბარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დღეს მოგვიანებით გაიმართება.
საგანგებოდ მაკრონის ჩასვლისთვის, ლონდონში, ჩერჩილის ძეგლს ვანდალიზმისგან დამცავი ჩარჩო მოხსნეს. "პრეზიდენტი მაკრონი ლონდონში ვიზიტით ჩამოდის, რათა აღნიშნოს ჩვენი საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი და პატივი მიაგოს მეორე მსოფლიო ომში გაღებულ მსხვერპლს" - განაცხადა ჯონსონის პრესსპიკერმა.
თუმცა, ეს ასევე შანსია, რომ შეხვედრაზე მათ "საკითხების მთელი სპექტრიც მიმოიხილონ"- დასძენს პრესსპიკერი. "მოველი, რომ ისინი ისაუბრებენ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაზე და ასევე წამოიჭრება ევროპის კავშირთან ჩვენი მომავალი ურთიერთობის საკითხი".
Facebook Forum