ორშაბათს, საფრანგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა. ზოგიერთი, განსაკუთრებით მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ძალაში რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს დაწესებული საკარანტინო ზომების დიდი ნაწილი გაუქმდა, ივნისის დასაწყისში ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებენ.
ადამიანები ვალდებული არიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები ატარონ. სატრანსპორტო კომპანიებმა და ორგანიზაციებმა კი სოციალური დისტანციის დაცვა უნდა უზრუნველყონ.
მოქალაქეებს სახლიდან გასასვლელად საგანგებო ნებართვის ფორმების შევსება აღარ სჭირდებათ.
მუშაობის განახლების უფლება ზოგიერთ მცირე ბიზნესსაც მიეცა, როგორიცაა მაღაზიები, საპარიკმახერო სალონები და ზოგიერთი სხვა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული ინფორმაციით, საფრანგეთში ინფექციის 177 ათასზე მეტი შემთხვევა და 26 ათასი გარდაცვალება აღირიცხა.
Facebook Forum