ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე რეაგირება მოახდინოს. ამ მიზნით, ის რელიგიურ ლიდერებს, სამართალდამცავებს და მცირე ბიზნესების მფლობელებს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დღეს შეხვდება. ამერიკაში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც შავკანიანი მამაკაცი დაკავებისას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.


თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართება ისტორიული, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სამართლიანობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების გადასალახად.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეილი მაკენანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ადმინისტრაცია განიხილავს, როგორც აღმასრულებელ ბრძანებებს, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „მომდევნო რამდენიმე დღეში“ გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG