ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჰონგ-კონგის მომავალ სტატუსზე საუბრობს


ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰონგ-კონგის სამომავლო სტატუსი "ქალაქის ქცევაზე" იქნება დამოკიდებული. ეს 2047 წელს პოსტ-კოლონიური შეთანხმების დასრულებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ჰონგ-კონგი არსებული ავტონომიით სარგებლობს.

დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრაციები კონგ-კონგის ქუჩებში გასულ კვირაში პანდემიის მიუხედავად, განახლდა. სიტუაციის გამწვავება კი პეკინის მიერ წარმოდგენილმა უსაფრთხოების ახალმა კანონპროექტებმა გამოიწვია.


ჰონგ-კონგი 1997 წლის შემდეგ მოქმედი შეთანხმების ფარგლებში ფუნქციონირებს პეკინთან "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" - ამ ფორმულით ურთიერთობს. სწორედ ამ შეთანხმებას გაუვა ვადა 2047 წელს.

ჰონგ-კონგის ბევრი მცხოვრები და არაერთი დამკვირვებელი საერთაშორისო მასშტაბით, მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები და ქალაქის სტატუსი საერთაშორისო-საფინანსო ბაზარზე, პეკინის მხრიდან რისკის ქვეშაა.

"შევნიშნე, რომ ბევრი ადამიანი ჰონგ-კონგში ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება 2047 წლის შემდეგ. რა ქმედებები აჩვენა ჰონგ-კონგელმა ხალხმა მთელ ქვეყანას ახალი მანდატისთვის?" - ამბობს ჯანგ შაიომინგი, ჩინეთის ჰონგ-კონგისა და მაკაოს საკითხების სამსახურის დირექტორის მოადგილე.


მისი თქმით, რაც უფრო მეტ ერთგულებას გამოიჩენენ ჰონგ-კონგელები "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მიმართ, მით უფრო მეტი სივრცე დარჩება მოლაპარაკებისთვის. თუმცა ჰონგ-კონგელების პროტესტს სწორედ ის იწვევს, რაც მათი აზრით, პეკინისგან მათი თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობაა. პეკინი კი დემონსტრაციებს მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებულ საფრთხედ მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG