ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ჰონგ-კონგის საკითხზე სამაგიეროს გადახდით იმუქრება


ჩინეთი იმუქრება, რომ შეერთებულ შტატებს სამაგიეროს გადაუხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომ ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი დაიწყოს და შეერთებულ შტატებში ჩინელ სტუდენტებს შეზღუდვები დაუწესოს. ტრამპის ქმედება, ჰონგ-კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის შემოღებამ განაპირობა.

ორშაბათს, ჟურნალისტებთან ყოველდღიური ბრიფინგის დროს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჟაო ლიჯიანმა თქვა: “გამოცხადებული ზომები, ჩინეთის შიდა საქმეებში მძიმე ჩარევააა, ზიანს აყენებს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს და ორივე მხარეს დააზარალებს. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. შეერთებული შტატების ნებისმიერ სიტყვებს ან ქმედებებს, რომელიც ჩინეთის ინტერესებს აზიანებს, ჩინეთის მხრიდან მტკიცე საპასუხო თავდასხმები მოჰყვება”.

პარასკევს ტრამპმა თქვა, რომ უსაფრთხოების წინაააღმდეგობრივი კანონი ჰონგ-კონგის ხალხისთვის ტრაგიკულია და ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის დაცვის დაპირებას არღვევს. მან თქვა, რომ ჩინეთის მთავრობა “ამ ქალაქის ხანგრძლივ და ძალიან ამაყ სტატუსს აკნინებდა”.

თუმცა, პრეზიდენტმა არ მოუწოდა, რომ დაუყოვნებლად შეწყვეტილიყო პრივილეგიები, რომელიც ჰონგ-კონგს გლობალურ ფინანსურ საკვანძო ცენტრად დარჩენაში დაეხმარა.

გასულ კვირაში, ჩინეთის სახალხო კრებამ ხმა მისცა ჰონგ-კონგის შესახებ უსაფრთხოების ახალ კანონს, რომელიც კრძალავს გამოყოფისკენ მიმართულ და ძირგამომთხრელ ქმედებებს და როგორც ის უწოდებს, უცხოეთის ჩარევას და ტერორიზმს.

მსოფლიოს დაახლოებით 200-მა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ახალი კანონი “აღმაშფოთებელი დარღვევაა” იმ ერთობლივი დეკლარაციისა, რომლითაც ყოფილი ბრიტანული კოლონია 1997 წელს ჩინეთს დაუბრუნდა და მოწყობის ჩარჩოებით “ერთი ქვეყანა, ორ სისტემას” ითვალისწინებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG