ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია კორონავირუსის საკითხში ჩინეთის როლის გამოძიებას მოითხოვს


კვირას, ავსტრალია შეუერთდა ჩინეთის მიმართ იმ მზარდ წნეხს, რომელიც ახალი კორონავირუსისადმი მისი მიდგომის გამო ხორციელდება, სვამს კითხვებს გამჭვირვალობის შესახებ და ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმოშობას და მისი გავრცელების გზებს დაადგენს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა თქვა, რომ ჩინეთის გამჭვირვალობის შესახებ მისი შეშფოთება “ძალიან მაღალ წერტილზე” იყო. ტელეარხ “ეი ბი სის” მან უთხრა: “კორონავირუსის საკითხი, დამოუკიდებელ შემოწმებას საჭიროებს და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ. სინამდვილეში, ავსტრალია ამას აბსოლუტურად დაჟინებით მოითხოვს.”

პეინის მიერ ვირუსის აფეთქების თაობაზე გამოძიების მოწოდება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც მის ქვეყანასა და მის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ურთიერთობა გაფუჭდა იმ დროს, როდესაც ავსტრალია ჩინეთს მის საშინაო საქმეებში ჩარევას აბრალებს და იმავე დროს, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი და უზომო გავლენა აშფოთებს.

ავსტრალიის მხრიდან გამოძიების მოწოდება იმ დროს ხდება, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის კრიტიკას აძლიერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG