ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქის" განცხადებით, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშები დაბლოკეს


სოციალურმა ქსელმა, "ფეისბუქმა" რუსეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშები გააუქმა, რომელთა სამიზნეც უკრაინა და სხვა მეზობელი ქვეყნები იყო. კომპანიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, მათ "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" პლატფორმებიდან ათობით ანგარიში და ჯგუფი წაშალეს, რომლებსაც სოციალური ქსელის ხელმძღვენელების განცხადებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იყენებდნენ.

ჩამონათვალში საუბარია 78 "ფეისბუქის" და 4 "ინსტაგრამის" ანგარიშზე, 4 გვერდზე და 29 ჯგუფზე, რომელთა სამიზნეც უკრაინა და სხვა მეზობელი ქვეყნები იყო. ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიცაა სირიის ომი, ყირიმში განვითარებული მოვლენები და მალაიზიური ავიახაზების ჩამოგდება.

„ამ ქმედებების უკან მყოფი ადამიანები თავს ასაღებდნენ, როგორც ადგილობრივი მკვიდრები და იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთა ნაწილი უკვე გამოვლენილი და გაუქმებულია ჩვენი ავტომატიზირებული სისტემის მიერ - ჯგუფებისა და გვერდების მენეჯმენტისთვის, პოსტებისა და სხვადასხვა მასალაზე კომენტირებისთვის“ - განაცხადა "ფეისბუქმა".

ფეისბუქმა ასევე წაშალა ირანის, ვიეტნამის და ბირმის მიერ კონტროლირებული ანგარიშები "ფეისბუქსა" და "ინსტრაგრამზე". ირანული ანგარიშები, მათი თქმით, ამერიკელ მომხმარებლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, რელიგიური და გეოპოლიტიკური საკითხების გამოყენების გზით.

"ფეისბუქმა" განაცხადა, რომ მათი გადაწვეტილების მიზეზი სამთავრობო ჩარევის, კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის აკრძალვის პოლიტიკა გახდა.

კომპანიის ნაბიჯი, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობის ანგარიშებს მოიცავს, ნაწილია მცდელობისა, აღკვეთოს რუსეთის მიერ სოციალური მედიის გავლენის იარაღად გამოყენება.

2016 წლის არჩევნებზე, რუსეთი, აშშ-ს რამდენიმე სადაზვერვო სამსახურის დასკვნით, შეეცადა გავლენა მოეხდინა ამერიკულ არჩევნებზე, მათ შორის „ფეისბუქის“ გამოყენებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG