ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ინტერნეტის კონტროლს კიდევ უფრო ზრდის


ე.წ. "სუვერენული ინტერნეტის" კანონი მოითხოვს, რომ რუსეთში, ვებგვერდებზე გამავალმა ნებისმიერმა ინფორმაციამ გზად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული პუნქტები გაიაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერნეტი საერთაშორისო ქსელებს გამოეყოფა და მასზე კრემლის კონტროლი გაიზრდება.

დღეს მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო დუმამ, კანონი რუსული სეგმენტის საერთაშორისო ინტერნეტიდან იზოლაციის შესახებ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიღებას წინ უძღოდა მოსკოვში და პეტერბურგში გამართული მასობრივი აქციები, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კანონი ძალაში 2019 წლის 1 ნოემბრიდან შევა. მისი ინიციატორები კანონმდებლები ანდრეი კლიშასი და ლიუდმილა ბოკოვა არიან. დეპუტატების განცხადებით, კანონს დამატებითი ბიუჯეტი არ დასჭირდება, რადგან ის ბიუჯეტში მომავალი 3 წლის მანძილზე უკვე გაწერილია და 1.8 მილიარდი რუბლით განისაზღვრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG