გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მიიღო. აჰმეტ დავუთოღლუს ნაბიჯი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში განვითარებული დრამატული მოვლენებით არის ნაკარნახევი.
თურქეთის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტია 22 მაისს საგანგებო კონგრესს გეგმავს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავუთოღლუ გადადგება და ის პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერად საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთში ადრეული არჩევნები გაიმართება.