ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონის როსტოვის კატასტროფაში პილოტის შეცდომას არ გამორიცხავენ


რუსეთის ავიაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავის FlyDubai ქმედება, რომელიც დონის როსტოვში 19 მარტს ჩამოვარდა, კატასტროფამდე საკმაოდ „წინააღმდეგობრივი“ იყო. მის ბორტზე 62 ადამიანი დაიღუპა.

გამომძიებლები პილოტის შეცდომას არ გამორიცხავენ. ეკიპაჟმა უამინდობის პირობებში თვითმფრინავის დასმა ორჯერ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. პირველ ანგარიშში, რომელიც გასულ თვეში მომხდარი კატასტროფის შესახებ გამოიცა, ნათქვამია, რომ მესამე ცდაზე თვითმფრინავი 900 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და დაშვება მიწისკენ 600 კილომეტრი სიჩქარით დაიწყო. გამომძიებლებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. ისინი შავი ყუთის ჩანაწერებს ჯერ კიდევ აანალიზებენ.

XS
SM
MD
LG