ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავი „გარე“ ფაქტორების გამო დაიღუპა


რუსული ავიახაზების "კოგალიმავიას" თვითმფრინავის ნარჩენები ეგვიპტეში
რუსული ავიახაზების "კოგალიმავიას" თვითმფრინავის ნარჩენები ეგვიპტეში

ავიაკომპანიის წარმომადგენელი ყველას გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე მოცდისკენ მოუწოდებს. ის კატასტროფის მიზეზად ადამიანის მიერ დაშვებულ შეცდომას გამორიცხავს.

რუსული ავიაკომპანიის „კოგალიმავია“ ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ დაღუპული თვითმფრინავის კატასტროფა მხოლოდ „გარე“ ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული. „ტექნიკური გაუმართაობის ნიშნები არ ჩანს, რის გამოც თვითმფრინავი ჰაერში დაზიანდებოდა“- განაცხადა ალექსანდრე სმირნოვმა, ავიაკომპანიის ჩარტერული რეისების დირექტორმა. მან ასევე გამორიცხა „ადამიანური ფაქტორი,“ ანუ ეკიპაჟის წევრთა სავარაუდო შეცდომა.

სმირნოვის თქმით, ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟს მასზე კონტროლი სრულიად დაკარგული ჰქონდა, რადგან „ბორტზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მათ ერთხელაც არ უცდიათ კონტაქტზე გამოსვლა.“ ავიაკომპანიის წარმომადგენელი ყველას გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე მოცდისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG