დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსული თვითმფრინავის კატასტროფა, რომელის ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მეტი ალბათობით ბომბის აფეთქებამ გამოიწვია. დევიდ კამერონმა იქვე დასძინა, რომ ეგვიპტეში ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით გამოძიებას საბოლოო მიზეზი ჯერ არ დაუდგენია.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა კამერონმა დღეს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან შეხვედრის წინ გააკეთა. რუსეთის მთავრობა ბომბის არსებობის თეორიას უარყოფს. კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნებისმიერი დასკვნა გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ „სპეკულაცია“ შეიძლება იყოს.