ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დანაკარგები


სირიაში და ერაყში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ბოლო 15 თვეში მიტაცებული ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგა. 22-დან 8 პროცენტის დაბრუნება მზარდი სამხედრო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ბოლო 2.5 თვის მანძილზე გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას მონიტორთა ორგანიზაცია “აი-ეიჩ-ესი” აქვეყნებს. მათი მონაცემებით, დაჯგუფების მებრძოლები თანდათან უფრო ექცევიან იზოლაციაში. ანგარიში დაწვრილებით მიმოიხილავს ისლამური სახელმწიფოს დეფაქტო დედაქალაქ რაქას და თურქეთის საზღვარს შორის მდებარე ტერიტორიას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია და რუსეთი ჰაერიდან ბომბავდა. ხმელეთიდან კი დაჯგუფებების ძალებს ქურთი და სუნიტი მებრძოლები უტევდნენ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად ამ ტერიტორიის ძალზე მცირე ნაწილს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG