ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღანი თალიბებთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის წარმატებაზე


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ამბობს, რომ მისმა უსაფრთხოების ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესა, „ისლამური სახელმწიფო“-ს ერთგული ელემენტები დაშალა და თალიბანს უსაფრთხოებისადმი მუქარის შექმნის საშუალება არ მისცა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ავღანეთში.

„ისლამური სახელმწიფო“-ს მებრძოლები, აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ნანგარარში გამაგრებას ცდილობდნენ, რათა ქვეყანაში საკუთარი ექსტრემისტული იდეოლოგია გაევრცელებინათ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ავღანეთი, პაკისტანი და ირანის ნაწილები საკუთარი „სახელმწიფოს“ ხორასნის პროვინციად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG