დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ამერიკელი წევრი ჩრდილოეთ ერაყში, ქურთ სამხედროებს ჩაბარდა - ამის შესახებ “ამერიკის ხმას” ერაყში ქურთების სამხედრო მეთაურმა განუცხადა. მისი თქმით ეჭვმიტანილი ორშაბათს პატრულირებისას შენიშნეს. ის პოლიციას გამთენიისას ჩაბარდა.
სამხედრო მეთაურის მიერ “მერიკის ხმისთვის” გამოგზავნილი დაკავებულის მართვის მოწმობა ვირჯინიის შტატში მოჰამედ ჯამალ ხვეისის სახელზეაგაცემული.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქმეზე დეტალების გასარკვევად ამერიკული მხარე ერაყელ და ქურთ სამართალდამცავბს ეკონტაქტება.