ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავუთოღლუ ანკარის აფეთქებაში ბრალს ქურთებს სდებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ანკარის აფეთქებაში სირიელ მამაკაცს ადანაშაულებს. აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ის ქურთისტანის შეიარაღებულ დაჯგუფებასთან იყო კავშირში. თურქეთის დედაქალაქში გუშინ მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა, 28 ადამიანი დაიღუპა.

სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც პრემიერმა დავუთოღლუმ დღეს გააკეთა, აფეთქება “სირიიდან თურქეთში გადმოპარულ პირთან ერთად” ქურთისტანის მუშათა პარტიის სეპარატისტული დაჯგუფების მიერ იყო განხორციელებული. თავად დამნაშავე კი სირიელი ქურთი ამბოხებულების ჯფუფს მიეკუთვნებოდა. ორივე დაჯგუფებას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

სალე მუსლიმი, სირიელ ქურთთა ჯგუფის ხელმძღვანელი ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, ორგანიზაციას ანკარაში მომხდარ აფეთქებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

XS
SM
MD
LG