ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა სამი მილიონი სირიელი მიიღო


იმ დროს, როცა თურქეთი აცხადებს, რომ ლტოლვილების მიღების შესაძლებლობის ზღვარს მიაღწია, თურქი დახმარების მუშაკები ორი ქვეყნის საზღვარზე მყოფ სირიელ ლტოლვილებს კარვებს და სანოვაგეს აწვდიან.

პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ნუმან კურტულმუსმა „სი ენ ენ“-ის თურქულენოვან ტელევიზიას კვირას უთხრა, რომ თურქეთმა 3 მილიონი ლტოლვილი, რომელთა დიდი უმრავლესობა სირიელია, უკვე მიიღო.

თურქეთმა საკუთარი საზღვარი ონკუპინართან, რომელიც სირიის ბაბ ალ-სამამის ფრონტის მოპირდაპირე მხარესაა და კვირას იქ ათასობით სირიელი შეგროვდა,ჩაკეტა. თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით, საზღვარზე 35 ათასამდე სირიელია, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოზე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალების შეტევას გაურბის.

XS
SM
MD
LG