ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში


დღევანდელი დღე შეერთებულ შტატებში მილიონობით მოსამსახურისთვის და სკოლის მოსწავლისთვის, პრეზიდენტის დღის აღსანიშნავად უქმე დღეა. ოფიციალურად ეს დღესასწაული პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება და ფედერალურ დასვენების დღედ 1879 წელს გამოცხადდა, რათა ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, 22 თებერვალი ეზეიმათ.

თუმცა, დროთა განმავლობაში, დღესასწაული შეიცვალა და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღე, 12 თებერვალიც ჩაერთო. ლინკოლნისთვის ოფიციალური ფედერალური დღესასწაულით პატივი არასდროს მიუგიათ, მაგრამ ბევრ შტატში ამ დღეს მის პატივსაცემად ზეიმობდნენ.

1968 წელს კონგრესმა კანონი მიიღო, რომლითაც რამდენიმე ფედერალური დღესასწაული ორშაბათებზე ისე გადაადგილდა, რომ ხალხისთვის სამდღიანი უქმე დღე გამოცხადებულიყო. ვაშინგტონის დაბადების დღე ყოველი თებერვლის მესამე ორშაბათს უწევს და ბედის ირონიით, მის ნამდვილ დაბადების დღეს ვერასდროს დაემთხვევა.

XS
SM
MD
LG