ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მუსლიმ ამერიკელებს მეჩეთში ესტუმრა


3 თებერვალი, 2016
3 თებერვალი, 2016

ამერიკაში განლაგებულ მეჩეთში სტუმრობისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და ამერიკელ მუსლიმებს განუცხადა: "ჩვენ ერთი ამერიკული ოჯახის წევრები ვართ".

ოთხშაბათს, ბალტიმორის ისლამურ საზოგადოებაში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ მუსლიმებს ამერიკის შეერთებული შტატების მშენებლობაში შეტანილი წვლილის და ქვეყნის გაძლიერებისთვის. შეეერთებული შტატების ლიდერმა აღიარა ის გარემოებაც, რომ ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებს მოუხდათ გამკლავებოდნენ "ძალიან მცდარ" ხედვას მუსლიმების მიმართ, ისლამისტური ექსტრემისტების მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული მზარდი ძალადობის ფონზე.

მუსლიმი ამერიკელები განიცდიან არამხოლოდ ტერორიზმის საფრთხეების შესახებ არსებულ ინფორმაციას, არამედ იმასაც, რომ ცალკეულების მიერ ჩადენილი ძალადობის გამო, მათ რელიგიური ნიშნით ბრალს დებენ ან ამ ადამიანებში ეჭვი შეაქვთ-თქვა პრეზიდენტმა.

"ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ უპატიებელი პოლიტიკური და რიტორიკული განცხადებები მუსლიმი ამერიკელების წინააღმდეგ"-თქვა ობამამ და დასძინა, რომ ქვეყანაში ამგვარ დისკურსს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG