ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გიორგი კვირიკაშვილს ვაშინგტონში იწვევს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 31 მარტს ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს. მოწვევის წერილში ობამა ხაზს უსვამს ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს.

„ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში” - ნათქვამია პრეზიდენტ ობამას წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტირის აპრატმა გაავრცელა. „გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG