იუსტიციის მინისტრი ომის საქმეების შესახებ ბრიფინგზე საუბრობს, 2024 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ, ომის თაობაზე მორიგი სახელმწიფოთაშორის საქმე მოიგო საქართველომ.
"რუსებმა ჩემი ძმა ჩაცხრილეს", - ამბობს გივი გინტური. მას სურს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. თუმცა, სასამართლო მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელებს აღარ იღებს, რადგან რუსეთს აღარ ფარავს. რუსეთს არც იქამდე გადაუხდია კომპენსაცია სხვა საქმეებზე. გივი გინტურის რთული გზა სამართლის საპოვნელად, სიუჟეტში.
დარია აპახონჩიჩ ერთ-ერთი პირველია იმ ხუთ სამოქალაქო პირს შორის, ვისაც რუსეთში კანონი "აგენტების თაობაზე" შეეხო. ის იძულებული გახდა ლტოლვილად ქცეულიყო, რადგან რუსეთში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. დარია არც მედიის თანამშრომელია და არ სამოქალაქო სექტორის, ის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
ქართული ლეგიონის მებრძოლი, ორი წელია რუსულ ოკუპაციას უკრაინადან უპირისპირდება. ამბობს, რომ ესაა ბრძოლა სიმართლისთვის, შვილების უკეთესი მომავლისთვის და საქართველოსთვის. რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდის მანქანა დაუღალავად მუშაობს, თუმცა გამარჯვებას მაინც მოვიპოვებთ,- ასეთია მებრძოლის რწმენა.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ პოლიციის მოპოვებული მტკიცებულება უკანონოდ ცნო და დაკავებული სოსო ბაბაევი გაათავისუფლა. ბაბაევი აქტივისტია. მისი თქმით, პოლიციამ იარაღი ჩაუდო და მისგან ბიოლოგიური მასალის მოპოვებას ძალადობრივად ცდილობდა. ბაბაევი ნაცემია. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში წელს 26-ედ ტარდება. მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია აშშ საელჩო საქართველოში. წიგნის ფესტივალი 4 დღეს გასტანს და 2 ივნისს დასრულდება.
ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა რეაბილიტაციის კურსს გადის. 14 მაისს, საპროტესტო აქციაზე, მას თავს დაესხნენ გდდ-ს წარმომადგენლები, გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ქაცარავას ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევები დასჭირდა. დამნაშავეები ჯერ არც გამოკვეთან, არც დასჯილან.
აქციებზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ 200-მდე მოქალაქეა დაკავებული. უმეტესობას ადმინისტრაციული წესით აქვს მისჯილი, თუმცა არიან ისეთებიც, ვის მიმართაც სსკ-ია გამოყენებული. გასულ კვირას მსვლელობები გაიმართა მათ მხარდასაჭერად. მათი დაკავება უსამართლობაა - მიჩნევენ პროტესტანტები
ბოლო ზარის ცერემონიის აღნიშვნა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობითა და პარლამენტის წინ, აქციაზე შეკრებით დაასრულეს. "დღეს უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხვალ რუსეთში არ გავიღვიძოთ. გართობას მერეც მოვასწრებთ", - მიიჩნევენ აბიტურიენტები. "რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 უნივერსიტეტია გაფიცული. აუდიტორიები ცარიელია. ლექტორები პროტესტზე მყოფ სტუდენტებს უერთდებიან. "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 13 მაისს მესამედ უყარა კენჭი და მიიღო. პრემიერი აცხადებს, რომ ის კანონად აუცილებლად იქცევა.
13 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე, მესამედ განიხილავენ კანონპროექტს "გამჭვირვალობის" შესახებ. მას საზოგადოება "რუსულ კანონს" უწოდებს. დეპუტატების პარლამენტში შესვლის გასართულებლად, მოქალაქეებმა მთელი ღამე შენობის წინ გაათენეს. დილით პოლიციამ "ოცნებას" გზა "გაუწმინდა".
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - სამოქალაქო პროტესტი არ ჩერდება. ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრება თბილისში 28 აპრილს გაიმართა. რესპუბლიკის მოედანიდან თავისუფლების მოედნამდე შეკრებილი ადამიანები ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევას სთხოვდნენ. საპროტესტო ტალღა ძალებს იკრებს. აქციები გრძელდება.
"ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის თაობაზე" კანონპროექტის გატანას მეორედ ცდილობს, გასული წლის შემდეგ. საქართველოში ამ ინიციატივას მასობრივი პროტესტით უპირისპირდებიან.
მარში 9 აპრილს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას კანონპროექტის მიმართ, რომლის ანალოგი ხელისუფლებამ უკან უკვე წაიღო 2023 წლის მარტში, მასობრივი პროტესტის ფონზე, მისი დაუბრუნებლობის დათქმით.
„ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გატეხა და კანონპროექტი, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში დააბრუნა. ე.წ. რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისული, აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები, პარლამენტში არ შეუშვეს. „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ბიუროს სხდომაზე გაიტანა და დაარეგისტრირა.
„ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე უმცირესობების უმცირესობაა. ისაა ქალი რელიგიის სფეროში, სადაც დომინირებენ კაცები. ამავდროულად, ის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია,“- ასე წარადგინეს რუსუდანი 10 წლის წინ, ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდოზე. ის დღესაც სამართლიანობისა და უფლებების დაცვისთვის იბრძვის
მეტის ჩატვირთვა