ბახმუტის, ლიმანის, ავდიივკისა და მარიინკის მიმართულებით უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის მწვავე შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობა 5 ივლისს გამოქვვეყნებულ განცხადებაში საუბრობს. ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მიმართულებით 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
"ჩვენი ჯარისკაცები განაგრძობენ შეტევით მოქმედებებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით, და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან", - ამბობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
ამავე განცხადების თანახმად, რუსული არტილერიის სამიზნე 15-მდე დასახლება გახდა. მათ შორის ვასიუკივკა, მარკოვე, ბოჰდანივკა და ხრომოვი. რუსული ჯარის მხრიდან გაძლიერებულია დაზვერვითი და საბოტაჟური აქტივობები. განსაკუთრებით კი მოსაზღვრე რაიონებში, მაგალითად ქალაქ სივერსკის მახლობლად.
ასევე ნახეთ: უკრაინაში დაბომბვისას 31 ადამიანი დაშავდა, 9 ბავშვიაამავე დროს, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის გუბერნატორები ამბობენ, რომ ეს რეგიონები უკრაინული ძალების თავდასხმის ობიექტი გახდა. მათი ინფორმაციით თავდასხმები 5 ივლისის ღამეს მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
"ქალაქი ვალუიკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის სამიზნეა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იმუშავა, და ხმელეთზე დაზიანებები არ მომხდარა", - წერს "ტელეგრამზე" ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.
კურსკის რეგიონის გუბერნატორმა, რომელიც ბელგოროდის ჩრდილოეთით მდებარეობს და ასევე უკრაინას ესაზღვრება, განაცხადა, რომ სოფელ ტიოტკინოს დაბომბვისას სკოლა და კერძო სახლი დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 ივლისს, საღამოს თქვა, რომ მან გაანადგურა რუსული შენაერთები დონეცკის რეგიონში, მაკიივკაში. თუმცა დონეცკში რუსული საოკუპაციო ძალების მეთაური კიევს საავადმყოფოს მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
უკრაინული შეიარაღებული ძალების თქმით, ოკუპირებულ მაკიივკაში რუსი ტერორისტების ერთი ფორმირება განადგურებულია.
დონეცკის რეგიონში საოკუპაციო ძალების მეთაური, დენის პუშილინი აცხადებს, რომ უკრაინელებმა მაკიივკაში დასახლებულ ტერიტორიებზე და ჰოსპიტალზე "სასტიკი თავდასხმები" მიიტანეს.