რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს. ხარკივის რეგიონში სამშაბათს მომხდარი თავდასხმისას 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვია. სამიზნე პატარა ქალაქი პერვომაისკი იყო.
ოლეჰ სინეჰუბოვი, ხარკივის რეგიონის გუბერნატორი "ტელეგრამზე" წერს, რომ დაბომბვა კიევის დროით 13:35-ე დაიწყო. იერიშის შედეგად, რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაეკიდა, დაზიანდა რვასართულიანი შენობა და ჩაიმსხვრა ფანჯრები.
"შუადღის 3 საათის მონაცემებით, დაშავებულია 31 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 9 ბავშვია. ბავშვებს შორის ზოგი ჩვილიცაა, ერთი 1 წლის, მეორე კი - 10 თვის", - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა "ტელეგრამზე" დაწერა.
უკრაინა რუსეთს ბრალს დებს, ომის 16 თვის განმავლობაში, მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში ამოღებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.