ხუთშაბათს, 25 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გაცილების საზეიმო ცერემონიაზე სიურპრიზი გაუკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი მათ წინაშე ვიდეომიმართვით წარსდგა.
ამერიკის ქალაქ ბალტიმორში გამართულ ღონისძიებაზე მას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რონ დენიელსმა დაუსწრებლად საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა.
10-წუთიან მიმართვაში ზელენსკიმ ისაუბრა თავისუფლების და დემოკრატიის იდეალებზე, მიზანდასახულობის და დროის სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე. "ბოლოს და ბოლოს თითოეული ადამიანი აცნობიერებს, რომ დრო დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ყველაზე მთავარი "დროა - და არა საწვავი და ურანი, ლითიუმი თუ ნებისმიერი სხვა რამ".
გამოსვლაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რუსეთის თავდასხმის დროს უკრაინისთვის გაწეული დახმარების და უპირობო მხარდაჭერის გამო. მისი თქმით, "რუსეთის აგრესიასთან გამკლავების პირისპირ, შეერთებულ შტატებს ერთი დღეც არ დაუკარგავს უკრაინის დახმარების საქმეში".
Your browser doesn’t support HTML5