უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახალ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებები კიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის "შეუძლებელია".
გადაწყვეტილებაში გაერთიანებულია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებების, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადება არალეგიტიმური ფარსია.
ასევე ნახეთ: შვედეთმა რუსული მილსადენების აფეთქებების გამოსაძიებლად წყალქვეშა სამუშაოები დაიწყო"მან [პუტინმა] არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან",- განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია.
პუტინი წელს 70 წლის ხდება. რუსეთის შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით, მას კიდევ ორჯერ შეუძლია საპრეზიდენტო თანამდებობაზე კენჭისყრა. ეს ნიშნავს, რომ მას შანსი აქვს ძალაუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.
ასევე ნახეთ: რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირაგანკარგულებაში ნათქვამია, რომ უკრაინა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებს.
ზელენსკის განკარგულება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები გაარღვიეს, ხოლო აღმოსავლეთით შეტევები გააძლიერეს.