ზელენსკი სლოვაკეთსა და თურქეთს სტუმრობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ქვეყნის მთავრობასთან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემას განიხილავს.

ბრატისლავაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ზელენსკი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაეპ ერდოღანთან შესახვედრად გაემგზავრება.

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სავარაუდო გახანგრძლივების პესპექტივებს განიხილავენ. შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებითაც.

ასევე ნახეთ: კირბი ნატოს სამიტის მოლოდინებზე და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე საუბრობს

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ზელენსკის მთავარი ფოკუსი სწორედ, მარცვლეულის შეთანხმება იქნება. შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიაღწიეს. კრემლი თავიდანვე პოლიტიკურ იარაღად იყენებდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინული მარცვლის გატანის შეთანხმებას და დღემდე ამბობს, რომ თუ შეთანხმების პირობები არ დააკმაყოფილებს, მას დატოვებს.

ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს კრემლშიც, სადაც თქვეს, რომ ისინი ამ შეხვედრას ახლოდან აკვირდებიან და რომ პუტინი ძალიან აფასებს ერდოღანის შუამდგომლობას რუსეთ-უკრაინას შორის.