ევროკავშირში აცხადებენ, რომ 2015 წლის ირანის ატომური შეთანხმების შესახებ მოლპარაკებების აღდგენისთვის "ინტენსიური" მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მსოფლიო ლიდერებისა და ირანის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დღეს საღამოს, ვენაში გაიმართება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილე ენრიკე მორამ დღეს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის ევროპისა და ამერიკის გუნდებს ხვდება. მანამდე ის ირანის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შეხვდა.
2015 წლის შეთანხმებამ ირანის ბირთვული აქტივობები სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკა ამ შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანმაც შეთანხმების საკუთარი ნაწილის დარღვევა დაიწყო და სრული პასუხისმგებლობა ამაზე ამერიკას და ტრამპის ადმინისტრაციას დააკისრა.
ასევე ნახეთ: ქვეყნები საზღვრებს თანდათან კეტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტიაჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ხელახლა შეუერთდება შეთანხმებას, თუ ირანი სრულად დაუბრუნდება თავის მხრივ შეთანხმებასაც, მაგრამ თეირანს სურს, რომ ვაშინგტონმა პირველი ნაბიჯი გადადგას.
დასავლეთში სულ უფრი იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამას წარმატებით ახორციელებს, ეს კი შესაძლო გზაა ბირთვული ბომბის შექმნისკენ. ამ პროგრამის გამო, დასავლეთში ექსპერტთა ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმას, ჰქონდა თუ არა თეირანს სერიოზული მიზნების შეთანხმების მისაღწევად.
ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა სრულიად მშვიდობიანია და ის მსოფლიოს საფრთხეს არ უქმნის.