მსოფლიოში კოვიდ19-ის 4 000 ვარიანტია გავრცელებული

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ19-ის 4 000 ვარიანტია გავრცელებული, მათგან რამდენიმე უფრო სწრაფად ვრცელდება მათ შორის ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები სახელდება.

არსებული ვითარება კი ვაქცინის მწარმოებლებში ახალ გამოწვევას ქმნის. მწარმოებლები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ვაქცინები ვირუსის მუტირებულ ვარიანტებზეც ვრცელდება.

"ძალიან საეჭვოა, რომ ამჟამინდელი ვაქცინა არ იყოს ეფექტური სხვა ვარიანტებზე, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში,"- ამბობს ბრიტანეთის ვაქცინების კოორდინაციის მინისტრი ნადიმ ზაჰავი.

ასევე ნახეთ: პორტუგალია კოვიდ 19-ის პანდემიას ვერ უმკლავდება და დახმარებას ითხოვს

მისივე განმარტებით, "ფაიზერიც", "მოდერნაც" და "ასტრაზენეკაც" ამ ეტაპზე მუშაობენ იმისათვის, რომ კოვიდ19-თან საბრძოლველი უკვე არსებული ვაქცინების გაუმჯობესება მოხდეს.

ბრიტანეთში თვლიან, რომ მუტაციები ვირუსის იშვიათი გამონაკლისების გარდა, მის მთავარ მახასიათებლებს მნიშვნელოვნად არ ცვლიან.