ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის დროს ბავშვებს მხედველობა გაუუარესდათ: მიზეზები და რჩევები


კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, 6-დან 8 წლამდე ბავშვებში ახლომხედველობა, იგივე მიოპია, 300 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალი „ჯამა ოფთალმოლოგია“ იუწყება.

ბავშვთა მხედველობაზე პანდემიის გავლენა ჩინეთის ტიანძინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 123 535 ბავშვზე დააკვირვების შემდეგ გამოავლინეს. ისინი 6 წლის განმავლობაში - 2014-2020 წლებში - 6-დან 13 წლამდე ბავშვებს, 10 სკოლაში მათი მხედველობის შესასწავლად აკვირდებოდნენ.

2020 წელს კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული კარანტინის შემდეგ, ბავშვებში ახლომხედველობის შემთხვევებმა დრამატულად მოიმატა. წინა ხუთ წელთან შედარებით, 6 წლის ასაკის ბავშვებში მაჩვენებელი სამჯერ არის გაზრდილი, 7 წლისებში ორჯერ და 8 წლისებში კი დაახლოებით ერთნახევარჯერ.

ეკრანის ლურჯი სინათლე და გარეთ ნაკლები თამაში

გასული წლის განმავლობაში დისტანციური სწავლებისა და კარანტინის გამო ბავშვებს ეკრანებთან გაცილებით დიდი დროის დაყოფა უწევთ, ვიდრე პანდემიამდე. ეკრანებიდან მომდინარე სინათლის ლურჯ სხივებს ბავშვის თვალის ბადურისთვის გრძელვადიანი ზიანის მიყენება შეუძლია.

გონივრული ჩაკეტვისას ფრთხილად უნდა დაიგეგმოს და გათვალისწინებული იქნას აქტივობები დახურულ სივრცეში და სასურველია, არ აიკრძალოს მცირეწლოვანი ბავშვების გარეთ თამაში. ეს შეიძლება დაგვეხმაროს კარანტინთან დაკავშირებული მიოპიის ტალღის კონტროლში.

კვლევის ავტორები ახლომხედველობის გამომწვევ ყველაზე საგულისხმო მიზეზებს შორის ონლაინ დიდი დროის გატარებას, ეკრანთან ახლო მანძილზე მუშაობას და გარეთ გატარებული დროის სიმწირეს ასახელებენ.

“მცირეწლოვანი ბავშვებში რეფრაქტიული სტატუსი (თვალის აგზნებადობა) უფრო მეტად მგრძნობიარეა გარემოს ცვლილებების მიმართ, ვიდრე მოზრდილებში, გამომდინარე იქიდან, რომ მცირეწლოვნები მიოპიის ჩამოყალიბების კრიტიკულ პერიოდს გადიან,“ ნათქვამია კვლევაში. მეცნიერები დამატებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაციას იძლევიან და აცხადებენ, რომ „უნდა შემუშავდეს ახლომხედველობის ინტერვენციის მეთოდები, რომლებიც გლობალური მასშტაბის იქნება.“

გლობალური ტალღა

ნიდერლანდების ერასმუსის უნივერსიტეტის პროფესორებმა კაროლინ კლავერმა, იან როლოფ პოლინგმა და კლეარ ენთოვენმა კვლევის შეფასებისას ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ მოზრდილ ბავშვებში ახლომხედველობის ჩამოყალიბება ისეთი გავრცელებული იმის გამო არ არის, როგორც ეს მცირეწლოვნების შემთხვევაში გვხვდება, რადგან მოზრდილები, პანდემიის დაწყებამდეც, უკვე შეჩვეულები იყვნენ ეკრანთან დიდი დროის გატარებას და გარეთ ნაკლებ თამაშს.

“კარანტინი იყო და ახლაც რჩება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ზომად. თუმცა, გონივრული ჩაკეტვისას ფრთხილად უნდა დაიგეგმოს და გათვალისწინებული იქნას აქტივობები დახურულ სივრცეში და სასურველია, არ აიკრძალოს მცირეწლოვანი ბავშვების გარეთ თამაში. ეს შეიძლება დაგვეხმაროს კარანტინთან დაკავშირებული მიოპიის ტალღის კონტროლში,“ ამბობენ ჰოლანდიელი მეცნიერები.

ექიმები 20-20-20 წესის დაცვის რჩევას იძლევიან

ამერიკული ჯანდაცვის დაზღვევის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „იუნაიტედჰელთქეარის“ (UnitedHealthcare) უფროსი თვალის ექიმი სკოტ ედმუნდსი აცხადებს, რომ ბავშვის თვალში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში, უფრო მეტი ლურჯი სინათლე აღწევს, ვიდრე ზრდასრულისაში. ამან კი შესაძლოა თვალების „ციფრული აგზნება,“ თავის ტკივილები, ბუნდოვანი მხედველობა და ცუდი ძილი გამოიწვიოს.

ყოველ 20 წუთში ერთხელ, შეხედეთ რაღაცას 20 ფუტის (დაახლოებით, 7 მეტრი) მანძილზე 20 წამის განმავლობაში. ამით ეკრანზე უწყვეტად ყურება ყოველ 20 წუთში ერთხელ შეწყდება, რაც ახლომხედველობის განვითარების რისკებს შეამცირებს.

ამის თავიდან ასარიდებლად, მეცნიერები „20-20-20 წესისთვის“ მიმართვისკენ მოუწოდებენ. „საზოგადოებრივ საინფორმაციო სამსახურთან“ საუბრისას სკოტ ედმუნდსი ამბობს, რომ „ყოველ 20 წუთში ერთხელ, შეხედეთ რაღაცას 20 ფუტის (დაახლოებით, 7 მეტრი) მანძილზე 20 წამის განმავლობაში. ამით ეკრანზე უწყვეტად ყურება ყოველ 20 წუთში ერთხელ შეწყდება, რაც ახლომხედველობის განვითარების რისკებს შეამცირებს, ლურჯ სხივებს მოგაშორებთ და თვალის სხვადასხვა ელემენტს საშუალებას მისცემს მოდუნდეს და „ციფრული აგზნება“ შეამციროს.“

ამასთან ის ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად, ბავშვები ეკრანიდან დაახლოებით 75 სანტიმეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი.

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის განყოფილების უფროსი ექიმი დევიდ ჰანტერი, „სი-ენ-ენთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დისტანციურად სწავლობენ, მათთვის სკოლის გარემოს ზოგიერთი ელემენტის იმიტაციას უნდა ვეცადოთ. მაგალითად, „უნდა მოვახდინოთ იმ გარემოს სიმულირება, რომელიც სკოლაში ან ოფისში გვაქვს, ვიყურებით გარშემო, ვესაუბრებით გარშემომყოფებს, უწყვეტად ეკრანს არ ვუყურებთ.“

„იუნაითედჰელთქეარის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მშობლების 92 და მასწავლებლების 96 პროცენტი შეშფოთებულია პანდემიის შედეგად ბავშვების თვალის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG