მსოფლიო ბანკი: ეპიდემია აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკურ ზრდას ანელებს

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემია წელს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შეანელებს.

ბანკმა ორშაბთს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეგიონში მხოლოდ 2.1 %-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 2019 წელს ეს ციფრი 5.8 % იყო. თუმცა პროგნოზი განსხვავებულია, -0.5 % - თუკი ეპიდემია 2021 წელსაც გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის 6.1 %-იდან 2.3 %-მდე შენელებას ვარაუდობს, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში, ზრდის არც 0.1 % -მდე შემცირებას გამორიცხავს.

მსოფლიო ბანკის წინა პროგნოზების თანახმად, 2020 წელს რეგიონში 35 მილიონი ადამიანი სიღარიბეს თავს დააღწევდა, თუმცა ახლანდელი შეფასებებით, თუკი ეპიდემია გაგრძელდება, სიღარიბეში შესაძლოა დამატებით, 11 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს.