ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვაქცინა ივლისის ბოლომდე ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი იქნება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ამერიკის მასშტაბით სკოლების უმეტესობა გაზაფხულის ბოლომდე გაიხსნება. ის პირობას დებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. პრეზიდენტის თქმით, ივლისის ბოლომდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბაიდენმა, სატელევიზიო პირდაპირი ეთერით გადაცემულ პროგრამაში მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა და პანდემიის, ეკონომიკური დახმარების, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების, რასიზმისა და პოლიტიკის სხვა საკითხებზე ისაუბრა.

ასევე ნახეთ: ბაიდენი "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე: ეს ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

ბაიდენის გუნდი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისადმი მიპყრობილი საზოგადო ყურადღების, ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგისკენ მიმართვას ცდილობს.

ბაიდენმა იმ ფინანსური პაკეტის შესახებაც ისაუბრა, რომლის დამტკიცებასაც კონგრესში, კანონმდებლებისგან ელოდება. მისი თქმით, მხოლოდ ეს პაკეტი 2021 წელს 7 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლი იმპიჩმენტის პროცესისგან თავს შორს იჭერს

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება სურს, რომელიც თან სდევდა მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადას. აღნიშნული ბაიდენმა, CNN-ის წამყვანმა ანდერსონ კუპერის შეკითხვაზე პასუხად თქვა. წამყვანმა მას ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა პალატის სპიკერს, რომელმაც რესპუბლიკელთა ნაწილს "მხდალები" უწოდა.

"ოთხი წლის განმავლობაში, ახალ ამბებში სულ დონალდ ტრამპი იყო. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მინდა, რომ ამერიკელი ხალხი იყოს. დავიღალე დონალდ ტრამპზე საუბრით. ის წავიდა, პრეზიდენტი აღარ არის", - თქვა ჯო ბაიდენმა.