ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის აზრით, რუსული პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ევროპისთვის ცუდია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსულ "ჩრდილოეთის ნაკად-2"-ს ევროპისთვის ცუდ ხელშეკრულებად მიიჩნევს. განცხადება თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, ნორდსტრიმის სახელით ცნობილი პროექტი, "ევროპისთვის ცუდი ხელშეკრულებაა". შესაბამისად, ვაშინგტონი ამ ეტაპზე განიხილავს მილსადენის საკითხს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მის შესაჩერებლად სანქციების საჭიროების მიმართულებით.

პროექტის დასრულებას წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც ეწინააღმდეგებოდა. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დამონტაჟებული გაყვანილობით უნდა მიიტანოს. გასულ წელს, კონგრესის ორპარტიული თანხმობით, თეთრმა სახლმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG