კონტროლის გარეშე გახსნა შესაძლოა გახდეს "კატასტროფის რეცეპტი" 

ქვეყნებში სადაც ვირუსი მნიშვნელოვნად არის გავრცელებული დაუშვებელია ეკონომიკების გახსნა და მკაცრი ზომების შემსუბუქება მოხდეს კონტროლის გარეშე - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანმოს მიაჩნია, რომ უკონტროლო გახსნა შესაძლოა აღმოჩნდეს "კატასტროფის რეცეპტი."

ასევე ნახეთ: ფაუჩის განცხადებით, კორონავორუსის ვაქცინის დაჩქარებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სხვა ვაქცინებზე


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი​ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი შეზღუდვებით დაიღალა, აუცილებელია პანდემიის კონტროლი გაგრძელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორგანიზაცია სრულად უჭერს მხარს ეკონომიკის გახსნას და საზოგადოების უფრო თავისუფალ გადაადგილებას. "ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ სკოლებში, ადამიანები სამსახურში გავიდნენ. თუმცა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დავიცნათ. არცერთ ქვეყანას აქვს იმის თქმის საშუალება და საფუძველი, რომ თქვას პანდემია დასრულდა," - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.