ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა


ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა. კოვიდ19-ით ინიფიცრების მაჩვენებელი კი რეგიონის მასშტაბისთვის უჩვეულოდ სწრაფად იზრდება. კოვიდ19-ი დამატებით 14 ადამიანს დაუდასტურდა და საერთო ინფიცირების მაჩვენებელი აფხაზეთში 98-მდე გაიზარდა.

ის რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება გაუარესებულია, ამას რუსეთი ღიად ადასტურებს. რუსეთის ე.წ. საელჩო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია გახსნილი, შეზღუდვებს აწესებს და ამბობს, რომ მომსახურებას არ გაუწევენ ადამიანებს, რომლებსაც არ ეკეთებათ ხელთათმანები და სამედიცინო ნიღბები.

შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც ე.წ. საზღვარი რუსეთთან გაიხსნა და ოკუპირებულ რეგიონში რუსებმა ჩასვლა აქტიურად დაიწყეს.

მიუხედავად აფხაზების წინააღმდეგობისა, მარიონეტულმა რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსი ტურისტები ქვეყანაში დაუშვას. ოკუპირებულ აფხაზეთში 30 000 ადამიანი უკვე ჩავიდა, არ არის გამორიცხული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წელს 350 000 რუსი ჩავიდეს დასასვენებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG