ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საუკეთესო სტუდენტად ხატია ნადარეიშვილი დასახელდა. წლის პროფესიული განათლების მასწავლებლად - არჩილ ცინცაძე, 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად "ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების აკადემია დასახელდა, წლის ბიზნეს პარტნიორად კი - "ენერგო პრო"
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას.
Facebook Forum