ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული დაფინანსების შეკვეცა, აფრიკაში კორონავირუსის გავრცელების კონტროლის მის ძალისხმევას შეაფერხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ ქვეყნებს თუ ვაქცინაციის პროგრამების შეწყვეტა მოუწევთ, შესაძლოა კორონავირუსის გარდა, სხვა დაავადებებიც გავრცელდეს, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაცით არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ გასულ კვირაში, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებულ დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას, შეეძლება კონტინენტზე არა მხოლოდ კორონავირუსის არამედ, სხვა მომაკვდინებელი დაავადებების აღმოფხვრის შეფერხებაც, როგორიცაა მალარია და შიდსი.
შეერთებული შტატები მთავარი დამფინანსებელია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამებისთვის, რომლებიც აფრიკაში მალარიას, პოლიომიელიტს და შიდსს ეხება. ორგანიზაციის 2020-2021 პერიოდის, 4.8 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტისთვის, შეერთებულ შტატებს ამჟამად 400 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულება აქვს აღებული.
“კოვიდ-19”-ის თავიდან აცილების ძალისხმევის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი პერსონალის დიდი ნაწილი ვირუსის აფეთქებასთან საბრძოლველად გადართო. 2020 ფინანსური წლისთვის, ფონდები უკვე გაწერილია, მაგრამ მომავალ წელს კითხვის ნიშნები ახლავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი ოპერაციების პროგრამის, აფრიკის რეგიონული ოფისის მენეჯერმა მიჩელ იაომ “ამერიკის ხმასთან” საუბარში უარყო ის განცხადება, რომ ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქებაზე რეაგირება დააგვიანა და ზედმეტად “ჩინეთზე იყო ორიენტირებული.” მან თქვა, რომ უკვე 1 იანვარს, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი გაიგზავნა ვუჰანში, სადაც თავდაპირველი აფეთქება მოხდა, რათა აფეთქების მასშტაბი და საშიშროება განესაზღვრათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ადის-აბაბას ცენტრალური სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, აფრიკაში პერსონალური დამცავი აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო. მსოფლიო სასურსათო პროგრამის თვითმფრინავებით, რეგიონის გარშემო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მუშაკები გადაჰყავთ.
მაგრამ ელემენტარული და ტექნიკური აღჭურვილობის უდიდესი ნაკლებობა, როგორიცაა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კლინიკური საწოლები, რეგიონის ბევრ ხელმძღვანელს აშფოთებს. აფრიკის სულ ცოტა 10 ქვეყანას, ხელოვნური სუნთქვის აპარატები საერთოდ არ აქვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ გახშირდება ისეთი დაავადებების შემთხვევები, როგორიცაა წითელა, წითურა, პოლიომიელიტი და დიფთერია, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით იქნებოდა შესაძლებელი.