კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 2 273 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 156 064 ადამიანი. შეერთებული შტატებში კოვიდ-19-ის დადასრურებულ შემთხვევათა რიცხვი 700 ათასს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 37 ათასს გადასცდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა ამერიკის შემდეგ, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე დიდი ესპანეთშია - 191 726 ადამიანი, შემდეგ კი იტალიაში, სადაც ოფიციალურად 172 434 ადამიანია დაავადებული. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებლებს, იტალიაში კოვიდ-19-მა 22 745 ადამიანი იმსხვერპლა, ესპანეთში კი - 20 043.
ესპანეთში მცირდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ან რეანიმაციასა თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება, ამის შესახებ ფერნანდო სიმონი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი საუბრობს. მისივე თქმით, ესპანეთში ციფრები შეიძლება უცბად გაიზარდოს, როდან სწრაფი ტესტების რაოდენობა ბოლო სამ კვირაში გაორმაგდა.
ესპანეთში 14 მარტს ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ამ კვირაში ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში მუშაობა განახლდა. თუმცა ხალხის უმეტესობა კვლავ სახლში რჩება და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გადის.
იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი პარასკევს 575-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც წინა დღეს ეს ციფრი 50-ით ნაკლები იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ ვირუსის გავრცელება ახლა ძირითადად დაავადებულთა ოჯახის წევრებს შორის ფიქსირდებოდა.
კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 115 299-მდეა გაზრდილი ბრიტანეთშიც, სადაც ექიმებს დამცავი აღჭურვილობის მარაგების ამოწურვის ეშინიათ, ხელისუფლებამ კი მათ ამა თუ იმ აღჭურვილობის თუ დამცავი საშუალების ხელახალი გამოყენება ურჩია, თუმცა ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები ხელისუფლებას ამ რჩევის გამო აკრიტიკებენ.
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ ღამეში 40-ით გაიზარდა და ახლა 313-ია.
Facebook Forum