ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ვუჰანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 პროცენტით გაზარდა


ჩინეთი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის შედეგად ვუჰანში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მათ თავიდან ეგონათ.

ჩინეთის მთავრობამ დღემდე გამჟღავნებული მონაცემები, რომლებიც ვუჰანში კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ მსხვერპლს უკავშირდებოდა 50-ზე მეტი პროცენტით გაზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვეს, რომ ვუჰანში 1290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რამაც რეგიონში კოვიდ-19-ის ოფიციალურად გამოცხადებული მსხვერპლი 3869-მე გაზარდა.


ამავე განცხადებაში პეკინი ამბობს, რომ 325-ით აახლებს დადასტურებულ შემთხვევებს და აცხადებს, რომ ვუჰანში კორონავირუსით 50,333 ადამიანი იყო დაინფიცირებული.

აქამდე არსებული მონაცემების განახლების მიზეზად პეკინი „არაზუსტ მონაცემებს“ ასახელებს და ამბობს, რომ პაციენტების რაოდენობამ უბრალოდ „გადატვირთა სამედიცინო რესურსები და ადამიანების სამედიცინო ინსტიტუტებში მიღების შესაძლებლობა.“ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ თავდაპირველ მონაცემებში არ იყვნენ შეყვანილი ადამიანები, რომლებიც სახლში, სამედიცინო სისტემის გარეთ გარდაიცვალნენ.

საერთაშორისო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ჩინეთს მიერ მსოფლიოსთვის გამჟღავნებულ მონაცემებს სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG