ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსოფლიოში პანდემიური ვითარება შესაძლებელია უფრო და უფრო გართულდეს, რადგან მთავრობები არასწორი მიმართულებით აგრძელებენ სვლას.
განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"ვირუსი კვლავ რჩება ნომერ პიველ საფრთხედ. ნება მომეცით ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორ გზას ირჩევს პანდემიასთან საბრძოლველად, რაც შესაძლოა ცუდი შედეგების მომტანი გახდეს. ვითარება კი უფრო და უფრო გაუარესდეს," - განაცხადა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კვირას 12 ივლის მსოლფიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 230 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ შემთხვევების 50% ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.
"ყველაზე რთული ვითარება ამ დრომდე რჩება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში," - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციის ხელმძღვანელი.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნების ხელმღვანელებს გადაწყვეტილებები მიიღონ რეკომენდაციების საფუძველზე, რათა მოხდეს პანდემიის კონტროლი.
ასევე ნახეთ: ჯანმო პანდემიაზე მთავრობების რეაგირებას შეისწავლისსააგენტო "როიტერის" ინფორმაციით მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 13 მილიონს, თუმცა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 12,970,605 შეადგენს.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდავცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს, ინფორმაცია რომ ქმედებები აქტიურ ფაზაში გადავიდა გასულ კვირას გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი დამფინანსებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. მიზეზი რის გამოც ამერიკა ჯანმოს ტოვებს, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე დაგვიანებული რეაგირებაა. ამის შესახებ განცხადებს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში არაერთხელ გააკეთა.
ასევე ნახეთ: პანდემიის რეკორდული მაჩვენებლები - ცვალებადი მონაცემები და საფრთხე, რომელიც არსად წასულადღეს ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შესახებ შეკითხვა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს დაუსვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დრომდე შტატებიდან ოფიციალური დოკუმენტაცია ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ მიუღიათ.
ორგანიზაციამ, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აქამდეც რამდენჯერმე უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პანდემიის დროს ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.