თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ბელგოროდში ამერიკული შეიარაღების შესაძლო გამოყენების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ვაშინგტონი არ მიესალმება ამერიკული შეიარაღების რუსეთში გამოყენებას.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამერიკული წარმოების აღჭურვილობის გამოყენებას რუსეთის შიგნით თავდასხმებისთვის. ჩვენ ეს ნათლად ვთქვით უკრაინელებთან,“- თქვა თეთრ სახლში საუბრის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ასევე ნახეთ: ბელგოროდში აფეთქებების ხმა კვლავ ისმისამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული მკტიცებულებები იმის შესახებ, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა, ბელგოროდში გამოყენებული იყო. მიუხედავად ამისა, კრემლში მკაფიოდ ამბობენ, რომ ბელგოროდში მიმდინარე პროცესების უკან კიევისა და დასავლეთის კვალს ხედავენ.
კრემლის ბრალდებები ორშაბათის პრესკონფერენციაზე უარყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. უწყება განმარტავს, რომ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ამერიკული შეიარაღების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. ბრალდებები უარყო თავდაცვის დეპარტამენტმაც, სადაც ითქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ მიუმართავს ვაშინგტონისთვის, რათა ამერიკული იარაღი მესამე მხარისთვის გადაეცათ.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება რუს მოხალისე მებრძოლებს, რომლებმაც როგორც თავად ამბობენ, ბელგოროდში რამდენიმე სოფელი „პუტინის ოკუპანტებისგან“ გაათავისუფლეს. ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ ბრძოლებში რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან ჩართულნი და ამ პროცესთან უკრაინის ხელისუფლებას კავშირი არ აქვს. "პუტინის რუსეთის წინააღმდეგ" მებრძოლებს კრემლი „ბოევიკებად“ და „ტერორისტებად“ მოიხსენიებს.