სირიის კონფლიქტზე ბარაკ ობამა იორდანიის მეფესთან ისაუბრებს
ნიუ იორკი —
თეთრმა სახლმა მტკიცედ დაიცვა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცნობილი რესპუბლიკელი სენატორის კრიტიკისგან, რომელმაც ობამა დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რაც მასობრივი ძალადობის პრევენციის შესახებ ობამას განცხადებებს გულისხმობდა. მათ შორის იყო სირიაში არსებული ხოცვა-ჟლეტის საკითხიც.
სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც პრეზიდენტ ობამას რესპუბლიკელი კონკურენტი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკას მუდმივად აკრიტიკებდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკითხი სირიაში არსებულ სისხლისღვრას და შეერთებული შტატების საპასუხო ნაბიჯებს შეეხებოდა.
მაკეინმა თავის კრიტიკა ამჯერად ემოციური გამოსვლის დროს სენატის დარბაზში ოთხშაბათს გააჟღერა.
მან შეახსენა პრეზიდენტს თავის 2011 წლის დირექტივა მასობრივი მკვლელობების შესწავლის საკითხის შესახებ, სადაც პრეზიდენტმა ობამამ ადამიანთა მასობრივ მკლელობებზე რეაგირება "ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესის და ამერიკის მხრიდან მორალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის რანგში აიყვანა".
მაკეინმა ასევე გასულ წელს პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასაბლეაზე გამოსვლის ნაწყვეტი მოიყვანა. პრეზიდენტის ეს გამოსვლა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს მოჰყვა, რაშიც ასადის ხელისუფლება იყო დადანაშაულებული.
"სად არის პრეზიდენტი ობამა, რომელი საუბრობდა საპასუხო და მორალურ პასუხისმგებლობაზე, რაც ხელისუფლებაში მყოფ უმაღლეს პირებს შეუძლიათ განახორციელონ. სად არის პრეზიდენტი ობამა რომელმაც თქვა, რომ ვერ შეეგუება სასტიკი ტირანების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ ხოცვა-ჟლეტას და დაუსჯელობას, მაშინ როცა ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანა შესცქერის ამას" , განაცხადა მაკეინმა.
ბარაკ ობამა სხვადასხვა დროს იმაზეც საუბრობდა, რომ თავის შეხედულებით შეერთებულ შტატებს ყველა კონფლიქტის მოგვარება არ შეუძლია, თუმცა არსებობს მორალური ვალდებულება, რომ მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებიც რეპრესიების და ძალადობის მსხვერპლია.
გასულ წელს ის სირიაში სამხედრო ძალის გადასროლოთ იმუქრებოდა ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, თუმცა საბოლოოდ დიპლომატიური შეთანხმებისკენ გადადგა ნაბიჯი, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს და ქიმიური იარაღის განადგურებას ითვალისწინებს.
შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მუზეუმში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, 2012 წელს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ყველა უსამართლობაზე საპასუხო ქმედებად სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუმცა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა საშუალებებს მიმართავს იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება გადაარჩინოს.
" ეს მწარე სიმართლეა ძალიან ხშირად მსოფლიომ ვერ შეეძლო უდანაშაულო ადამიანების მასობრივი მკვლელობა შეეჩერებინა და შეწუხებულები ვართ იმის გამო, რომ ვერ შევძელით ამ მხეცობის შეჩერება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა", განაცხადა ობამამ
სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ობამამ სირიაში არსებულ სიტუაციას " საზარელი" უწოდა, თუმცა განაცხადა რომ შეერთებული შტატები "სამხედრო ძალით ჩარევის გზით პრობლემის მოგვარებას არ უჭერს მხარს."
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ თავის მხრივ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით მოვიდა თუ არა დრო რომ, ობამამ სირიაში ამერიკის პოლიტიკის მარცხი აღიაროს.
მისი თქმით კრიზისი სირიაში კრიზისს ნიშნავს. ადგილზე მართლაც საზარელი სიტუაციაა. ამიტომაც სურთ რომ დაპირისპირებული მხარეები ერთად დასვან და სცადონ საკითხის პოლიტიკური მოგვარება, შეთანხმება რადგან იქ სამხედრო ძალით პრობლემა არ მოგვარება. ასადის რეჟიმი კონფლიქტს ომით ვერ მოიგებს. ოპოზიცია, სირიელი ხალხი კი არ შეეგუება იმას, რომ ასადმა თავის მმართველობა გააგრძელოს.
სირია და სამოქალაქო ომის შედეგები ოთხშაბათს ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და იორდანიის მეფის, აბდულა მეორის შეხვედრის მთავარი თემა იყო.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა იორდანიის ლიდერს დღეს კალიფორნიის შტატში, რანჩოში "მირაჟი" ხვდება.
სირია ასევე ერთერთი მთავარი საკითხი იქნება 3 მარტს პრეზიდენტ ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დროს, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება.