ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი დევნილები სტამბოლში რადიოს ხსნიან


თურქეთში სირიიდან გადასულ დევნილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება

მილიონობით დევნილმა სირიიდან თურქეთს შეაფარა თავი. მათი უმრავლესობა საზღვრის სიახლოვეს კარვებში დასახლდა, თუმცა უფროდაუფრო მეტი სირიელი ახლა ქალაქებისკენ ინაცვლებს. მაგალითისთვის სტამბოლი, სადაც დაახლოებით 200 000 დევნილი უკვე იმყოფება. სირიიდან გამოსული ადამიანები ქალაქებში სამუშაოს მიზნით მიდიან, ზოგი კი ევროპაში გადასვლას ცდილობს. თუმცა სხვებისთვის სტამბოლი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგობის ცენტრად იქცა, იქ მოქმედი თურქული ოპოზიციური რადიო სადგურით რომელიც სირიაში მაუწყებლობს.

რადიო სადგური "ალ კური" სირიაში სტამბოლის ბიზნეს ცენტრში მდებარე მთავარი შენობიდან მაუწყებლობს. მისი დამფუძნებელი ობი სუკარი აცხადებს რომ რადიო ცენზურის გარეშე მუშაობს და თავისუფლად მოპოვებულ ინფრომაციას დაახლოვებით ასი ათას ადამიანს საიდუმლო გადამცემების საშუალებით აწვდის.

სუკარი ყვება რომ სირიიდან მას შემდეგ გამოიქცა, რაც ასადის რეჟიმმა შეიტყო, რომ მისი მეუღლე რომელიც ექიმია ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს მკურნალობდა. ამის გამო მათ იქ დარჩენის შიში გაუჩნდათ. სირია ერთი ჩემოდნის ამარა დატოვეს, ჩავიდნენ სტამბოლში, სადაც თურქეთის ხელისუფლება სირიიდან დევნილებს კარს ფართოდ უხსნის.

სუკარის თქმით, თურქეთში სიტუაცია ნამდვილად ნორმალურია, რადგან მათ როგორც ადამიანებს ისე ეპყრობიან, ბევრისგან კეთილგანწყობილი მიდგომაა. ეს აუცილებელი არ არის, მათთვის საკმარისია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების ნორმალური საშუალება ჰქონდეთ.

სუკარის რადიო სადგურს შეძლებული სირიელები ეხმარებიან, რის საშუალებითაც რადიო მაუწყებლობა სტამბოლიდან ბევრად მარტივად ხდება. თუმცა ბევრი სხვა დევნილისთვის სუკარის მსგავსად სტამბოლში ცხოვრების დაწყება ადვილი არ ყოფილა.

სტამბოლის მეჩეთში, რომელიც ფეტის უბანში მდებარეობს, ადგილობრივი მცხოვრებლები სირიელ დევნილებს საკვებით და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით ეხმარებიან. მათი უმრავლესობა, მათ შორის, აისი და მისი ორი შვილი გადარჩენისთვის იბრძვის.

ის ყვება, რომ სირიიდან მას შემდეგ გამოიქცნენ, რაც ისლამისტმა ჯიჰადის წარმომადგენლებმა მისი ძმა გაიტაცეს. უკვე მთელი რეგიონი გახდა საშიში. ის ამბობს რომ მას არ უნდოდა დევნილთა ბანაკში ცხოვრება, პატიმრობასავითაა, არ შეგიძლია მუშაობა, გასვლა ტერიტორიიდან. მან მოიფიქრა, სამსახური სტამბოლში იშოვოს და ეგებ შემდეგ ევროპაში გადავიდეს. თუმცა ყველაფერი ძალიან ძვირია, ამბობს ის.

ადგილობრივ პარკებში და სავაჭრო უბნებში უკვე საკმაოდ ხშირად შეხვდებით სირიელ დევნილებს რომლებიც ფულს სთხოვენ გამვლელებს.
ისლამისტური საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის ხელმძღვანელი , ბულენტ ილდირიმი, რომლის ორგანიზაციასაც ფინანსურად თურქეთის მმართველი პარტია ეხმარება, აცხადებს რომ ზოგიერთი დევნილის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, თუ დევნილებს ქუჩაში ნახავთ შეგიძლიათ მის ორგანიზაციაში დარეკოთ და მათ ხელისუფლების კარვებში გაანაწილებენ. თუმცა მათ არ სურთ იქ წასვლა. ზოგიერთი მათგანისთვის ქუჩაში მათხოვრობა უკვე ჩვევაც გახდა.

მიმომხილველები თურქეთში სირიელი დევნილების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ქვეყნის ძირითადი ქალაქების ქუჩებში, რაც შეიძლება ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პრობლემების მიზეზიც გახდეს.
თურქეთის მმართველი პარტია კვლავაც უჭერს მხარს სირიის ოპოზიციას და მოელის რომ სირიის რეჟიმი მალე დამარცხდება.

თურქული გაზეთის "მილიეთის" მიმოხილველი და ვებ გვერდის "ალ-მონიტორის" ანალიტიკოსი კადრი გიურსელი ამბობს რომ დევნილთა გაზრდილი რაოდენობა წარუმატებელი პოლიტიკის შედეგია.

მისი თქმით, თურქეთის მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკა მარცხს განიცდის, რადგან სირია გაჟღენთილია ფინანსური რესურსებით. თურქეთში დევნილთა პრობლემა საკმაოდ სერიოზულია თითქმის ერთი მილიონი სირიელი იმყოფება ამჟამად თურქეთის მიწაზე და არ იციან მათ რა მოუხერხონ. ეს კრიზისი შეიძლება კიდევ მრავალი წელი, ათწლეულებიც გაგრძელდეს.

რადიო "ალ კური" ამჟამად ძირითადად სირიაში მაუწყებლობს, თუმცა მისი დამფუძნებელი ამბობს, რომ შესაძლოა თურქეთშიც დაიწყოს რადიო გადაცემები, ვინაიდან თურქეთში ამჟამად სირიიდან დევნილთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ჩადის.
XS
SM
MD
LG