ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია - OPCW - დამოუკიდებელი ერთეულია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
ორგანიზაცია ჰააგაში მდებარეობს და ის პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის იმ კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის განვითარებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაცემას და გამოყენებას. 189 ქვეყანა მონაწილეობს ამ კონვენციაში, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებში სირიაც შეუერთდება.
მოსკოვის ზეწოლის და შეერთებული შტატების სამხედრო მუქარის შედეგად, სირია დათანხმდა ვაშინგტონის და მოსკოვის მიერ მიღწეულ შეთანხმებას.
შეთანხმება ითვალისწინებს ნოემბერში საერთაშორისო ექსპერტების მიერ ადგილზე პირველადი ინსპექციის დასრულებას, ხოლო შემდეგი წლის პირველ ნახევარში სირიის მთელი ქიმიური იარაღის მასალების და მოწყობილობის განადგურებას.
ქიმიური იარაღის განადგურების ზედამხედველობისთვის, OPCW - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია გაგზავნის ექსპერტებს სირიაში.
ჯოზეფ სირინსიონე, გლობალური უსაფრთხოების ფონდის
“Ploughshares Fund”-ის პრეზიდენტი, ამბობს, რომ სირიამ ჯერ ინსპექტორების უსაფრთხოების გარანტიები უნდა შექმნას.
„შეუძლებელია უშიშროების ძალების დივიზიების შეყვანა ინსპექტორების დასაცავად, ეს ასადის მთავრობას უნდა დაევალოს. საბედნიეროდ, ქიმიური საცავების უმეტესობა უკვე იმყოფება რეჟიმის მიერ საკმაოდ საიმედოდ კონტროლირებად ადგილებზე. მაგრამ ზოგიერთი განლაგებულია უფრო სადავო ტერიტორიებზე და ამ შემთხვევაში რაიმე სახის „ცეცხლის არგახსნის“ შეთანხმება უნდა შედგეს ამბოხებულთა ძალებთან.“
ანალიტიკოსების თანახმად, ადგილზე მისვლის შემდეგ ინსპექტორები შეუდგებიან სირიის განცხადებული ქიმიური იარაღის საწყობების შემოწმებას.
გრეგ თილმანი, მასობრივი განადგურების იარაღის ექსპერტი, რომელიც ამჟამად შეიარაღების კონტროლის ასოციაციაში მუშაობს, ერთ შესაძლო დამაფიქრებელ გარემოებას ხედავს.
„ერთი პრობლემა, რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას ისაა, რომ საკმარისად დარწმუნდე იმ შემთხვევაშიც კი, როცა იცი თუ სადაა განცხადებული მარაგი და გულდასმით მუშაობ მის დაკეტვაზე ან განადგურებაზე.
მაინც რჩება მუდმივი ეჭვი, რომ მარაგი სადმე სხვაგანაც არის დამალული .“
ის მიანიშნებს წარსულის გამოცდილებაზე
„სხვათა შორის, ასეთი რამ ლიბიაში მოხდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ კადაფისთან კარგად ვმუშაობდით და სინამდვილეში გავანადგურეთ მისი ქიმიური იარაღის არსენალის უმეტესი ნაწილი. მისი დამხობის შემდეგ კი წავაწყდით იპრიტის, იგივე „მდოგვის გაზის“ საცავებს, რომლის შესახებ ადრე არაფერი ვიცოდით.“
ჩარლზ დუელფერი ხელმძღვანელობდა სადამკვირვებლო ჯგუფს ერაყში, რომელიც 2003 წელს, ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ იკვლევდა სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის მასშტაბებს. ის ამბობს, რომ სირიაში ინსპექტორებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
„მაგალითად: თუ შეიარაღების ინსპექტორი იტყვის „მე მსურს მივიდე ამ დაწესებულებაში, რათა ვნახო თუ არის აკრძალული მასალა. მან შეიძლება თქვას, რომ იქ უნდა იყოს ხუთ წუთში. თუ შეყოვნება მოხდება, ამ ინსპექტორმა უნდა შეძლოს იმის განსაზღვრა, ეს შეყოვნება ბუნებრივად მოხდა, ვთქვათ ვიღაც დროზე არ გამოცხადდა ან სხვა ასეთი რამ, თუ ბოროტი განზრახვით და წინასწარი გეგმის მიხედვით. და ინსპექტორმა უნდა მოახსენოს ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს.“
დუეფლერი ამბობს, რომ ერაყის ქიმიური არსენალი ქვეყნის შიგნითვე განადგურდა და სირიაშიც იგივე იქნება შესაძლებელი.
გრეგ თილმანი, შეიარაღების კონტროლის ასოციაციიდან, სხვაგვარ სცენარს ხედავს.
„არის კიდევ ერთი რამ, რაზეც უნდა ვიფიქროთ ,იმ შემთხვევაში თუ გადავწყვეტთ, რომ სირიიდან ქიმიური იარაღის გატანის საუკეთესო გზა სირიის პორტში მიტანა და რუსეთში გაგზავნა იქნება, რომელსაც უკვე გააჩნია ქიმიური იარაღის განადგურების საშუალებები. გაცხარებული სამოქალაქო ომის პირობებში სირიაში რაიმე ტვირთის გადატანა ძნელი იქნება. ასევე დამატებით სირთულეებს შექმნის ქიმიური აგენტის კონტროლირება და იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვინც ეს სამუშაო უნდა შეასრულოს.“
ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის შეთანხმებაში გათვალისწინებული სირიის ქიმიური იარაღის განადგურების ბოლო ვადა, 2014 წლის ზაფხული, ზედმეტად ოპტიმისტურია. იმისდა მიუხედავად ეს ქვეყნის შიგნით მოხდება, თუ მის გარეთ.