ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისს დასავლელი და სირიის წარმომადგენლები განიხილავენ


სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია ოთხშაბათს შვეიცარიის ქალაქ მონტროში დაიწყება და კვირის ბოლოს ჟენევაში გაგრძელდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოლაპარაკებებში ირანი დაპატიჟა, თუმცა თეირანის გათიშვა მოლაპარაკებებიდან სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა მოითხოვა. სავარაუდოდ, მოლაპარაკებების შემდეგ პროგრესი მხარეებს შორის მიღწეული არ იქნება.

სირიაში სამი წელია შეტაკებები გრძელდება, ასი ათასამდე დაღუპული და რვა მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი ადამიანი. ასეთია ომის შედეგები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ცხრა მილიონზე მეტი სირიელი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. დახმარება კი დაზარალებულ მოსახლეობამდე ბრძოლების გამო ვერ აღწევს.
მაშინ როცა დასავლეთი და არაბული ქვეყნები სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს, რუსეთი და ირანი კი ბაშარ ალ ასადის მხარესაა, მდგომარეობა ჩიხშია შესული. ორივე მხარე საკუთარ მოთხოვნებს ამკაცრებს-ასეთია არაბულ-ბრიტანული ურთიერთგაგების ცენტრის წარმომადგენლის ქრის დოილის აზრი:

დოილი: არც რეჟიმი და არც სხვა ჩართული მხარეები, არ არიან მზად იმისთვის, რომ მოთხოვნები შეამსუბუქონ და სიტუაციას მეორე მხარის გადასახედიდან შეხედონ.

კონფერენციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი იყო, რომ დასავლელი ოფიციალური პირების დაჟინებული განცხადებების მიუხედავად ასადის გადადგომის მოთხოვნით, სირიელი ლიდერი არ აპირებდა მსგავს ქმედებაზე წასვლას.

ამ ფონზე, მზარდი დასავლური წნეხის პირობებში სირიის გახლეჩილი ოპოზიცია კონფერენციაში მონაწილეობას დათანხმდა თუმცა დასძინა, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დატოვებდა თუ სირიის ხელისუფლება დისკუსიის განსხვავებულ კალაპოტში მოქცევას შეეცდებოდა და ასადის გადადგომის საკითხს არ განიხილავდა.

ასევე ჟღერს მათი პირობები ცეცხლის შეწყვეტის, პატიმართა გაცვლისა და ჰუმანიტარული კორიდორის დაწესების შესახებ.

ლონდონში მდებარე ჩეთემ ჰაუზის ექსპერტის დევიდ ბათერის თქმით, კონგერენცია სავარაუდოდ მხოლოდ საპროეცედურო შეთანხმებებით შემოიფარგლება:

ბათთერი: საუკეთესო შემთხვევაში მოხდება მხარეების თანხმობა ჩარჩო ხელშეკრულებაზე. ეს არის ყველაზე კარგი, რისი იმედიც უნდა გვქონდეს.

ბათერი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მებრძოლთა დიდი ნაწილი უარს ამბობს კონფერენციაში მონაწლეობაზე, და უფრო მეტიც-მათი ნაწილი დამსწრე ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებით იმუქრება.

ჩეთემ ჰაუზის ექსპერტი ამბობს, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარებამ აუცილებლად უნდა მოიცვას სირიაში მცხოვრები ადამიანები და ასევე კონფლიქტში მონაწილე პირები. მისივე თქმით, ამ წუთში ოპოზიციის არცერთ მთავარ დაჯგუფებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

რეგიონული ძალები, ისეთები როგორიც არიან ირანი, საუდის არაბეთი, კატარი და თურქეთი კი კრიზისის გამწვავებას უწყობენ ხელს, მაშინ როცა ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას ლამობენ. ქრის დოილს მიაჩნია, რომ სირიის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

და ბოლოს, გაერო, რომელიც მონტროს კონფერენციას მასძიპნძოლობს, იტყობინება, რომ სირიელი ადამიანების მდგომარეობა აუტანელია. ექსპერტების ცნობით კი, კონფერენცია მხოლოდ დიდ, კონფლიქტში მონაწილე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ კავშირებს მიაქცევს ყურადღებას და ცოტა დროს დაუთმობს კონკრეტულ შედეგებს, რომელთა განხილვით მსხვერპლთა მდგომარეობის შემსუბუქება მოხდებოდა.
XS
SM
MD
LG