შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელსაც შეეძლება უცხოეთიდან წარმოებული ჰაკერული თავდასხმის საქმის გახსნაში მიმდინარე გამოძიებას დაეხმაროს. საუბარია ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებზე, მათ შორის - გამოსასყიდის მოთხოვნით.
ასევე ნახეთ: რუსი ჰაკერების მიერ ამერიკული კომპანიისთვის მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელიათეთრ სახლში ამასთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფია შექმნილი. ის კოორდინაციას გაუწევს ბოლო პერიოდში გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა stopransomware.gov, რომლის საშუალებითაც ამერიკის მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ საფრთხის წინაშე თავი უკეთ დაიცვან.
ხუთშაბათს გამოცხადებულ ახალ ზომებს შორისაა ხაზინის დეპარტამენტში დაგეგმილი ფინანსური დამნაშავეობის წინააღმდეგ სპეციალური ქსელის შექმნა. მასში შევლენ ბანკები, ტექნოლოგიური კომპანიები და სხვები, რომელთა მიზანია წინ აღუდგნენ ფულის გათეთრებას, თუ კრიპტოვალუტით უკანონო ოპერაციებს და მეტად აკონტროლონ გამოსასყიდის გადარიცხვა დამნაშავეებისთვის. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მაისში 4.4 მილიონი დოლარის გამოსასყიდის გადახდის ოპერაცია შეაჩერა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს უკომენტაროდ დატოვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, ურევია თუ არა ამერიკის ხელი სამშაბათს ინტერნეტიდან რუსი ჰაკერების ჯგუფის REvil გაუჩინარებას. ამ ჯგუფმა გლობალურად სულ ცოტა 1 000-მდე ორგანიზაცია დააზარალა. არ არის გამორიცხული, კვალის დაფარვის მიზნით, ჯგუფი დროებით თვითონ გადამალულიყო. "არ ვიცი, რომელი ჯგუფი გაქრა და საიდან" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან იქვე დასძინა, რომ მოსკოვი კიბერკრიმინალების ქმედებას "მიუღებლად" თვლის.
მსგავსი თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციების კომპიუტერული ინფორმაცია იბლოკება და გამოსასყიდის გადახდამდე ინფორმაციაზე წვდომის აღდგენა არ ხდება. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შემდეგ ჰაკერებმა გამოსასყიდის სახით 70 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს.
რაც შეეხება ამერიკის მთავრობის მიერ დაწესებულ $10-მილიონიან ჯილდოს, ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური პროგრამის გზით განხორციელდება, სახელად ჯილდო სამართლიანობისთვის. მისი გადახდა კრიპტოვალუტის გზითაც არის შესაძლებელი. აღნიშნულ თანხას გადაურიცხავენ ან გადასცემენ მათ, ვინც გამოძიებას თავდამსხმელების ვინაობაზე ან/და ადგილმდებარეობაზე მიაწვდის ინფორმაციას.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს უკომენტაროდ დატოვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, ურევია თუ არა ამერიკის ხელი სამშაბათს ინტერნეტიდან რუსი ჰაკერების ჯგუფის REvil გაუჩინარებას. ამ ჯგუფმა გლობალურად სულ ცოტა 1 000-მდე ორგანიზაცია დააზარალა. მათი ინფორმაცია იბლოკება და გამოსასყიდის გადახდამდე ინფორმაციაზე წვდომის აღდგენა არ ხდება.