ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჰაკერების მიერ ამერიკული კომპანიისთვის მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელია


რუსმა კრიმინალებმა კიდევ ერთი კიბერშეთევა განახორციელეს პროგრამული უზურნველყოფის ამერიკულ კომპანიაზე, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი მომხარებელი ჰყავს. 2 ივლისს განხორიცელებული შეტევის შემდეგ, ამერიკელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. დღეს ამ შეტევის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი.

უსაფრთხოების ექსპერტები გუშინ, მთელი დღის განმავლობაში იმ ზიანს აფასებდნენ, რომელიც რუსული დაჯგუფება „რევილის“ მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას მოჰყვა.

კიბერკრიმინალებმა კომპანიის მონაცემების უკან დასაბრუნებლად 70 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ბიტკოინი მოითხოვეს. მოთხოვნაში ისინი ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ მოლაპარაკებისთვის.

შეტევის სამიზნე კომპანიაში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით 800-დან 1500-მდე ბიზნესია დაზარალებული.

შეტევის სამიზნე კომპანია „კასაეიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ფრედ ვოკოლა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია სრული ზიანის დათვა, ვინაიდან მსხვერპლთა უმეტესობა კომპანიის კლიენტების კლიენტები იყვნენ.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მსხვერპლთა სია, ათასობით ადამიანს უნდა შეადგენდეს, მინიმუმ 17 სხვადასხვა ქვეყანაში. თუ მათი გამოთვლები მართალია, მაშინ ეს ყველაზე დიდი კიბერთავდახმაა, რომელიც გამოსასყიდის მიზნით განხორციელდა.

დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა შვედეთიც, სადაც სუპერმარკეტები, აფთიაქები, გაზგასამართი სადგურები, სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამავე კიბერთდავასხმის გამო დაზარალდნენ.

ასევე დაზარალდნენ გერმანიაში არსებული კომპანიები, ახალი ზელანდიის სკოლები, საბავშვო ბაღები და დანიის კომპიუტერული სერვისების 2 დიდი კომპანია.

„კასაეიას“ მომხარებლები ისეთი დაწესებულებები, ან ბიზნესები არიან, ვისაც საკუთარი IT დეპარტამენტი არ აქვთ და ამ კომპანიის მომსახურებას იყენებენ საკუთარი კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების უსაფრთხო მუშაობისთვის.

ამ კომპანიაზე კიბერთავდასხმამ ჰაკერებს გზა გაუხსნა ყველა კლიენტთან მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად დაზარალდა ათასობით ბიზნესი და ადამიანი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ჰაკერული დაჯგუფებები ამერიკულ კომპანიას სამიზნეში იღებენ. 2021 წლის მაისში, რუსულმა დაჯგუფებამ, „დარქსაიდმა“, ამერიკული ნავთობსადენი ამოიღო სამიზნეში. ამის გამო რამდნეიმე დღის განმავლობაში ამერიკაში საწვავის პრობლემა იყო.

კიბერშეტევები ერთ-ერთ მთავარი საკიტხი იყო, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა ვალდიმირ პუტინთან საუბრის დროს წამოჭრა. ივნისში, ჟენევაში გამართულ სამიტზე ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ რუსეთის საქციელს შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG